კასტრაციის კომპლექსი

კასტრაციის კომპლექსი
უყალიბდება ბავშვს და მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვობის დროინდელ სექსუალურ განვითარებასთან (ბავშვთა სექსუალური კვლევები და ბავშვთა სექსუალური თეორიები). კასტრაციის კომპლექსი ვაჟებში ყალიბდება ონანიზმთან დაკავშირებული რეალური ან ფარული საშიშროების სახით - დაკარგონ თავიანთი სასქესო ორგანო - როგორც სასჯელი ონანიზმისათვის. გოგონებთან კასტრაციის კომპლექსი ვლინდება სქესთა შორის განსხვავების აღმოჩენის შემდეგ. ამ პერიოდში გაუდიფერენცირებელია შიშისა და შურის გრძნობები მამაკაცის სასქესო ორგანოსადმი და უკავშირდება სექსუალურ ფანტაზიებს.
Source: ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»